პარტრიარქი კირილი

მეუფე პეტრე: კირილს ილია II-ს ნომერში ასვლა სახანძრო კიბით სურდა

[პატრიარქის] ნომერს აქვს მისაღები დიდი და აივანი. აივანს აქვს, ვინაიდან საპრეზიდენტო ნომერია, სახანძრო ჩასასვლელი, კიბე. რეკავენ ერთ-ერთ მღვდელმთავართან, ვინც საგარეო განყოფილებას ხელმძღვანელობს რუსეთის საპატრიარქოდან და ეუბნებიან, რომ პატრიარქ კირილს უნდა მოსვლა და პატრიარქთან შეხვედრაო.

აშშ-ის ელჩი ტეფტი, რომელიც აქედან უკრაინაში გადაიყვანეს, პირველ სართულზე პატრიარქს ელოდება მიღებაზე. მხოლოდ, ამოვა ამ სახანძრო გასასვლელიდანო. გაჩერდა ყველა და უცებ, რას ამბობთ-მეთქი, როგორ-თქო და მართალიაო, მეუფე პეტრეო და უნდათ, ოფიციალურად მოვიდნენო.

გადაცემა მთავარ აქცენტებში სტუმრობისას მეუფე პეტრე იხსენებს 2011 წელს მომხდარ ამბავს, როცა მისი თქმით, პატრიარქმა კირილმა ილია მეორეს ხელი მოაწერინა არასასურველ დოკუმენტზე.

კომენტარები