საპატრიარქო

ილია II: ერთი რამ გვახასიათებს, არ გვესმის, როგორი დიდი საუნჯეა თითოეული ადამიანი

გიფიქრიათ იმის შესახებ, ყველაზე ძვირფასი საუნჯე რა არის ქვეყანაზე? ზოგს მიაჩნია სიმდიდრე, ზოგს ფული, ძვირფასეულობა, მაგრამ სინამდვილეში ეს სიმდიდრე ადამიანს სამარის კარამდე აცილებს.

ყველაზე ძვირფასი საუნჯე დედამიწაზე ადამიანია. დაიმახსოვრეთ. ილია ჭავჭავაძის გამოთქმა, შესანიშნავი სიტყვები – მამული, ენა, სარწმუნოება. მე ცოტა სხვანაირად გამოვთქვი, ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. ადამიანს უნდა გავუფრთხილდეთ, ის ყველაზე ძვირფასი საუნჯეა დედამიწაზე. ღმერთი გვაძლევს ჩვენ სიბრძნეს, სიმშვიდეს, ყოველივე სიკეთეს.

დავით წინასწარმეტყველი ამბობს, წყალობა შენი უფალო. უნდა გაუფრთხილდეთ ადამიანს, ყოველი ადამიანი ერთი იბადება დედამიწაზე. ჩვენ უნდა ვეძებოთ ადამიანები, რომლებიც თავდადებული არიან სამშობლოსთვის. გვახასიათებს ერთი რამ – არ ვაფასებთ ადამიანს, არ გვესმის, როგორი დიდი საუნჯეა თითოეული თქვენგანი

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ამის შესახებ სამების ტაძარში საკვირაო ქადაგების დროს ისაუბრა. ქადაგების ტექსტს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

კომენტარები