და ჩვენ ვიცეკვეთ

წულუკიანი: გემოვნების ამბავია, ვის დააინტერესებს ფილმი და ვის გაუჩნდება პროტესტი

მე მოვუწოდებდი ყველას რა თქმა უნდა სიმშვიდისკენ და შემდეგ უკვე გემოვნების ამბავია, ვის დააინტერესებს ეს ფილმი ნახოს და ვის არ დააინტერესებს და გაუჩნდება პროტესტის განცდა. 

მნიშვნელოვანია, რომ ეს პროტესტი იყოს მშვიდობიანი და არ გადავიდეს იმ ზღვარს, რომელიც არის კანონის დარღვევა. 

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე. ძალადობრივი ჯგუფები პრემიერის ჩაშლას გეგმავენ და ამბობენ, რომ ფილმის ჩვენებას არ დაუშვებენ.

კომენტარები