არჩილ თალაკვაძე

თალაკვაძე: შეიცვალა ის, რომ საზოგადოებას და ხელისუფლებას შორის კომუნიკაცია გახდა ინტენსიური

მოკლე შეჯამება, თუ რა შეიცვალა ერთ წელში მას შემდეგ, რაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მიმართა საზოგადოებას: საკმაოდ ბევრი რამ შეიცვალა. დავიწყოთ იმით, რომ კომუნიკაცია საზოგადოებას და ხელისუფლებას შორის გახდა ძალიან ინტენსიური. პარლამენტის, მთავრობის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველოსიბს წარმომადგენლები, მინისტრები, დეპუტატები, მას შემდეგ პრაქტიკულად ყოველდღიურ კონტაქტზე ვართ საზოგადოებასთან.

სოფლებში, ქალაქებში, რაიონებში, ვესაუბრებოდით, ვისმენდით მათ კრიტიკულ პოზიციებს და კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამდით იქ, სადაც შეგვეძლო.მათი პრობლემები გვინდა, რომ ავსახოთ 2020 წლის ბიუჯეტში. ასეულობით შემთხვევაში კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა.

 

პარლამენტის თამჯდომარე გადაცემაში "რეაქცია" პასუხობს შეკითხვას, თუ რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩეველს მდგომარეობის გამოსასწორებლად ერთი წელი სთხოვა:

კომენტარები