And Then We Danced

ფილმიდან And Then We Danced ნაწყვეტი გავრცელდა [video]

რეჟისორ ლევან აკინის შვედურ-ქართული ფილმიდან And Then We Danced ახალი კადრები გავრცელდა.

ფილმი ქართული ცეკვის ანსამბლის 2 მოცეკვავის ამბავზეა. ფილმში მთავარ როლებს ლევან გელბახიანი და ბაჩი ვალიშვილი ასრულებენ.

საქართველოში And Then We Danced-ის პრემიერა ხვალ, 8 ნოემბერსაა დაგეგმილი.

ცნობისთვის, ე.წ ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე ამბობს, რომ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" საქართველოს კინოთეატრებში ჩვენებას არ დაუშვებს. მაყურებლების კინოთეატრებში არ შეშვებით იმუქრება გურამ ფალავანდიშვილიც. ძალადობრივი ჯგუფების კიდევ ერთი ლიდერი, ლევან ვასაძე კი აღნიშნავს, რომ გაწევენ პოლიციელებს, შევლენ საოპერატოროში და ფილმის ჩვენებას გათიშავენ. აქციაზე ყოფნას აანონსებს სასულიერო პირების ნაწილიც.

კომენტარები