And Then We Danced

თბილისი პრაიდი ლევან ვასაძეს And Then We Danced ფილმზე დასასწრებ ბილეთს ჩუქნის

ლევან ვასაძე
ტაბულა

თბილისის პრაიდის წევრები ლევან ვასაძეს ფილმის And Then We Danced ბილეთს ჩუქნის. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქვეყნებენ, სადაც წერია, რომ გულწრფელად შეწუხდნენ, იმის გამო, რომ ვასაძებ ბილეთის ყიდვა ვერ შეძლო. 

"ვაცნობიერებთ რომ კინოთეატრებში ბევრად სასიამოვნოა ამ ფილმის ნახვა და ასევე ვითვალისწინებთ იმ მსხვერპლსაც, რომელიც ლევანმა გაიღო, სპეციალურად გადადო რა მონაწილეობა დედების სიწმინდის დღის ღონისძიებაში, რომელიც მსოფლიო კონგრესის ფარგლებში ბუდაპეშტში იმართება.

ლევან, ჩვენ არ დაგტოვებთ მარტო!" - წერია თბილისის პრაიდის გევრდზე.

ცნობისთვის, ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე ამბობს, რომ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" საქართველოს კინოთეატრებში ჩვენებას არ დაუშვებს. მაყურებლების კინოთეატრებში არ შეშვებით იმუქრება გურამ ფალავანდიშვილიც. ძალადობრივი ჯგუფების კიდევ ერთი ლიდერი, ლევან ვასაძე კი აღნიშნავს, რომ გაწევენ პოლიციელებს, შევლენ საოპერატოროში და ფილმის ჩვენებას გათიშავენ. აქციაზე ყოფნას აანონსებს სასულიერო პირების ნაწილიც. 

ბიზნესმენი ლევან ვასაძემ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ ფილმზე დასასწრები ბილეთების ყიდვა ვერ მოასწრეს.

კომენტარები