ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის ინსპექტორი ქრთამისთვის დააკავეს

huffingtonpost

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინსპექტორი, რომელიც ქრთამის სახით 1 500 აშშ დოლარს იღებდა, დააკავეს. 

"მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინსპექტორი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მოტყუებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ნდობაში შევიდა ერთ-ერთ მოქალაქესთან და დაარწმუნა იგი, რომ 1 500 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, შეეძლო დახმარებოდა მას პენიტენციურ სამსახურში დასაქმებაში",-წერია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები