And Then We Danced

ვასაძე კავეას სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს: თუ დაგაშინეს, თქვი და გვერდით დაგიდგებით

ახლა მინდა მივმართო ექვსივე კინოთეატრის ერთიან მფლობელს, ჩემს მეგობარს გია ბაზღაძეს, რომელსაც მე კაცად ვიცნობ... მე გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ შენს კინოთეატრებში ამ საშინელი ფილმის ჩვენება იგეგმებოდა. თუ ამ აგრესიულმა სექტამ შენ ეს როგორმე დაგაძალა და დაგაშინა, გამოდი და თქვი და მთელი საქართველო გვერდით დაგიდგება. მე დიდი იმედი აქვს, შენ არ აკადრებ ჩემს და შენს სამშობლოს ასეთ შეურაცხყოფას და გააუქმებ ამ სეანსებს, მე ასეთ კაცად გიცნობ, ზარალის ნუ შეგეშინდება, გეშინოდეს ერში სახელის გატეხვისა ან იმ ზარალისა, რაც ღმერთმა ნუ ქნას, შენმავე კინოთეატრებმა შეიძლება განიცადოს ამ არეულობის დროს. იმდენი ხალხი აპირებს მოსვლას, ჩვენ ყველას კი არა, თითქმის ვერავის ვერ გავაკონტროლებთ და რაც არ უნდა ვიყვიროთ, არ იძალადოთო, რა იცი, მანდ რა მოხდება

პროპუტინური ძალების ლიდერი ლევან ვასაძე ფილმის And Then We Danced-ის ჩვენების ჩაშლას აპირებს და მორიგ ჰომოფობიურ მიმართვას ავრცელებს. ის კინოთეატრების ქსელის – “კავეას“ და “რუსთაველის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, გია ბაზღაძეს მიმართავს.

კომენტარები