And Then We Danced

ვასაძე: სერბეთში უნდა წავსულიყავი, მაგრამ დავრჩი, რომ არ დავუშვათ ფილმის ჩვენება

ვერ შევძელი გაჩუმება, ამ ამბის გვერდზე გატარება, მიუხედავად იმისა, რომ 8 ნოემბერს მე სერბეთში უნდა ვყოფილიყავი დედის სიწმინიდისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მომხსენებლად პლენარულ სესიაზე, ორგანიზატორებს დიდი ბოდიში შევუთვალე და დღეს თბილისში დავრჩი, რათა თქვენთან ერთად, კვლავ ვიბრძოლო ჩვენი სამშობლოს ზნეობრივი ტრადიციის დასაცავად. ჩემი აზრით, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ამ ფილმის ჩვენება, არც ერთ ამ ექვს კინოთეატრში ამ სამი დღის განმავლობაში

პროპუტინური ძალების ლიდერი ლევან ვასაძე ლევან აკინის ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების ჩაშლით იმუქრება.

კომენტარები