თბილისის ქუჩები, რომლებსაც საღამომდე წყალი არ ექნება

ერიკ თაიერი / REUTERS

დღეს,4 ნოემბერს, თბილისის ნაწილს წყალმომარაგება არ მიეწოდება. მიზეზი წყალსადენის ქსელზე დაზიანებაა.

სამგორის რაიონი

წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 15:00-დან 21:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: ვარკეთილის მეურნეობის, ორხევის, თეთრიხევის, ალექსეევკის, აეროპორტის დასახლებებს, თვალჭრელიძის, იუმაშევის, რუსთაველის, ფრანგულიანის, დავითაშვილის, ახვედელიანის ქუჩებს, კახეთის გზატკეცილს ორხევიდან იუმაშევის ქუჩამდე, ლილოს დასახლების 2 მ/რ-ის N 10, 11, 12-ს.

14:30-დან 21:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება ზემო პლატოს დასახლებას, კალაუბნის ქ. N 32, 34, 36, 36ა, 38, აეროდრომის დასახლების 3, 4 ქუჩებს, 7-დან 14-ის ჩათვლით ქუჩებს, ხომლელის ქ. N 2,3,4,5.7, ჯავახეთის ქ. 1,2 შესახვევს, თრიალეთის ქუჩას კალაუბნის ქუჩამდე, წულუკიძის ქუჩას და 3 შესახვევს, გიორგაძის, კახეთის გზატ. N 36-ის კორპუსებს, ლაღიძის ქუჩას, ძვ.კახეთის გზატ. N 13,15,17,19,21,23,34 ა-ბ-ვ, სამხედრო დასახლების 1,2 ქუჩებს, აბაშვილის, აბულაძის, გახოკიძის ქუჩებს.

მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 13:40-დან 18:40 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: ჯავახეთის ქ. მე-2 შესახვევს, ხომლელის ქ. N 2,4, დ,ჟ კორპუსებს.

ისნის რაიონი

წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 13:30-დან 21:00 საათამდე, წყალი არ მიეწოდება სომხეთის, აბისხევის (იგივე მუჯირიშვილის), შილდის, ბეღლეთის, კაიშაურის, ჟონეთის, კიკეთის, ცისკრის, მრევლიშვილის, ფშავის, კვესეთის, ნაქერალას, სათემოს, კვალეთის, ახალუბნის, შაქრიანის ქუჩებს, ნიაბის ქუჩას და 2,3,4,5 შესახვევებს.

მთაწმინდის რაიონი

წავკისის სატუმბო სადგურისთვის ელ.ენერგიის შეწყვეტის გამო, 13:00-დან 18:00 საათამდე, წყალმომარაგება არ ექნება დაბა კოჯორს, დაბა კიკეთს, სოფ.ბეთანიას.

წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 12:20-დან 20:00 საათამდე, ოქროყანაში წყალმომარაგება შეუწყდება ბესიკის, ჭავჭავაძის, ციურიხის, თაყაიშვილის ქუჩებს.

ვაკის რაიონი

წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 13:00-დან  20:30 საათამდე,წყალმომარაგება შეუწყდება: ნუცუბიძის I მ/რ-ის N 1-დან N 10-ის ჩათვლით, პოლიტკოვსკაიას (ჯიქიას), ფხაკაძის, იოსელიანის, ძოწის, შავგულიძის ქუჩებს, მინდელის ქ. N 3,5,7, ვაჟას V კვ-ის მე-4 კორპუსის N 1,2,3,4, ნუცუბიძის ქ. N 221,223.

გლდანის რაიონი

წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 12:45-დან 20:30 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: მუხიანის აგარაკებში: გრემის, იაკობის, კალაუბნის ქუჩებს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის და შეეცდება, ტექნიკური სამუშაოები რაც შეიძლება, მოკლე დროში დაასრულოს" - აცხადებს GWP.

კომენტარები