მოსამართლე ქადაგიძე: არ ვეთანხმები, რომ ქართული სუფრა ცივილიზაციის ყველაზე დიდი მიღწევაა

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი ნინო ქადაგიძე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ქართული სუფრა მსოფლიო ცივილიზაციის ყველაზე დიდი მიღწევაა.

ამის შესახებ მას კითხვა ენმ-ის წევრმა რომან გოცირიძემ დაუსვა და ბიძინა ივანიშვილის ციტატა წაუკითხა  - "ქართული სუფრა მსოფლიო ცივილიზაციის ყველაზე დიდ მიღწევად მიმაჩნია."

ქადაგიძემ თქვა, რომ არ იცი ვის ეკუთვნის ფრაზა თუმცა არ ეთანხმება. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი რამდენიმე კვირაა, უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენს. მოსმენები მიმდინარე კვირას დასრულდება. უზენაეს სასამართლოში 20 ვაკანსიაა და მათ დასაკავებლად 20 კანდიდატი იბრძვის. პარლამენტი მათ საკომიტეტო მოსმენების დასრულების შემდეგ კენჭს სათითაოდ უყრის.

კომენტარები