ჭყონდიდის ეპარქიის ახალი ეპისკოპოსი

მივმართავ მრევლს, ვიმეგობროთ - მეუფე გრიგოლმა მარტვილის ტაძარში პირველი წირვა აღავლინა

ambioni.ge

ჭყონდიდის ეპარქიის ახალმა ხელმძღვანელმა, ეპისკოპოსმა გრიგოლ კაციამ მარტვილის მონასტერში პირველი წირვა აღავლინა. მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ ძალიან ღელავს, რადგან დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრა.

"მივმართავ მრევლს, რომ ვიმეგობროთ, ვემსახუროთ ღმერთს, სამშობლოს და ადამიანს. ვნერვიულობ, ვღელავ, რადგან დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა... ხვალ მივდივარ წალკაში და ვიკითხავ, თუ ვინმეს აქვს სურვილი წამოვიდეს"- ამბობს ეპისკოპოსი. 

წირვას მრევლის მცირე ნაწილი ესწრებოდა. მსახურებას არ ესწრებოდნენ ადგილობრივი სასულიერო პირებიც. 

.....

31 ოქტომბერს სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრემ მედიას უთხრა, რომ ის განაყენეს და ამის მიზეზად საპატრიარქოში "მამათმავლობის მხილება" დაასახელა. კერძოდ, მიტროპოლიტმა პეტრემ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს "პედერასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი" უწოდა. 

ჭყონდიდის ეპარქია ეპისკოპოს გრიგოლ კაციას გადააბარეს, მიტროპოლიტ პეტრეს გეგმები კი უცნობია. როგორც თავად ამბობს, ის შესაძლოა თბილისში წავიდეს. 

ამის შესახებ მან მას შემდეგ ისაუბრა, რაც ცნობილი გახდა, რომ პატრიარქმა არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა, მოსანანიებლად შიომღვიმეს ნაცვლად, ინჩხურის მონასტერში გაეგზავნათ. მიტროპოლიტი ამბობს, რომ შიომღვიმეს მონასტერში არ წავა.

კომენტარები