საპატრიარქო

მინდიაშვილი: როცა ყველამ დაივიწყა ჯვარცმული ღმერთკაცი, მაშინ დაიწყო წმინდა კერპების დამხობა

ცოტა მისტიკურად რომ შევხედოთ ამ ამბებს, აღმოვაჩენთ, რომ ქრისტემ ყველა გაზულუქებული, გაამპარტავნებული, სავაჭრო დახლად, რეკეტირთა ბუნაგად, ძალდობის ეპიცენტრად ქცეული დიდი საყდარი დაამხო, განწმინდა და ამის შემდეგ დაუბრუნა თავის მიმდევრებს

ასე იყო ეს კონსტანტინოპოლის, შემდეგ რომის ეკლესიებთან მიმართებით, სულ მალე ასეთი იქნება მოსკოვური გებეშნიკური მართლმადიდებლობის განაჩენი. ახლა, როგორც ჩანს, საქართველოს ჯერია.

მაშინ როდესაც ყველამ დაივიწყა ჯვარცმული ღმერთკაცი, როცა დევნილი ნაზარეველის ნაცვლად, ყველას პირზე ეკერა "უწმიდესი ილია ერის მამა და მარჩენალი", როცა ყველას ეგონა, რომ საპატრიარქო დიდების ზენიტშია, აი, სწორედ მაშინ დაიწყო წმინდა კერპების, თვითმაქრვია წმინდანების დამხობა, რადგან ამპარტავანთ ღმერთი შემუსრავს.

შეუძლებელია ჯვარცმული ქრისტეს სახარება, თავმდაბალი, თავგანწირული, მოსიყვარულე ღმერთის, ბოროტებასთან შეურიგებელი ღმერთის ნება შეეგუოს თავის წმინდა სახლში რელიგიური, პოლიტიკური, ნაციოანლური ყეყეჩობის, ყოველგვარი სიბინძურის, ძალადობის, მტრობის, სიძულვილის, ვერაგობის, წარმოუგნელი სიხარბის, სიბნელის, ინტრიგების, სულიერი რეკეტისა და კორუფციის ინდუსტრიას;

შეუძლებელია ეკლესიის, უფლის ამ სახლის მიმტაცებელი, უფლის სასძლოს სიწმიდეზე მოძალადე ეს სატანის მსტოვრები, ეს გაშლეგებული დიკირ-ტრიკირები, ტახტრევნის გიჟმაჟები, ჯიპებზე ამხედრებული კუნკულბარტყუმები, ეს კვერთხმომარჯვებული სიცარიელეები მთელი სისასტიკით არ დაამხოს ჭეშმარიტმა სიძემ, რომელიც, როგორც ჩანს, მთელი თავისი დიდებით შინ ბრუნდება და ტაძრის განწმენდას იწყებს.

აჰა, მოდის დღე, თონესავით ავარვარებული და ყველა ამპარტავანი და ავისმოქმედი ჩალა იქნება და გადაბუგავს მათ მომავალი..., ამბობს ცაბაოთ უფალი; ისე რომ არ შეარჩენს არც ძირს და არც რტოს. ამოგიბრწყინდებათ, ჩემი სახელის მოშიშნო, მზე სიმართლისა და კურნება იქნება მის ფრთებზე; გათელავთ ბოროტეულთ, რადგან უნდა გაცამტვერდნენ ისინი თქვენს ტერფებქვეშ იმ დღეს, რომელსაც მე ვამზადებ, ამბობს ცაბაოთ უფალი (მალაქია 3. 20-21)

წერს თეოლოგი ბექა მინდიაშვილი Facebook-ზე. 31 ოქტომბერს საპატრიარქოში სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ კათოლიკოს-პატრირქი ილია II "პედერასტიასა და მამათმავლობის ცოდვაში" ამხილა.

კომენტარები