მიტროპოლიტი პეტრე

მიტროპოლიტი პეტრე: შიომღვიმის მონასტერში წასვლას არ ვაპირებ

მთავარი

მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) შიომღვიმის მონასტერში წასვლას არ აპირებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა. ის ამბობს, რომ კონკრეტული მონასტერი ითხოვა, სადაც წასვლა უნდა და პასუხს ელოდება. 

"ვთხოვე დამითმონ ერთერთი მონასტერი, სადაც ვიქნები. დაველოდები პასუხს, თუ არადა მივიღებ გადაწყვეტილებას, თუ სად ვიქნები. საუბარია, ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერზე," - თქვა მიტროპილიტმა პეტრემ.

საქართველოს საპატრიარქომ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ბრძანება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ: "ა.წ 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის განჩინებით მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) გათავისუფლდა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან და წმინდა სინოდის წევრობიდან და განმწესდა მონასტერში. მონასტრის ადგილად განესაზღვროს შიომღვიმე".

წმიდა სინოდმა მიტროპოლიტი პეტრე ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობას ჩამოაცილა და მღვდელმოქმედება შეუჩერა. მიტროპოლიტმა პეტრემ სინოდის გადაწყვეტილების პასუხად განაცხადა, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე "პედარასტიისა და მამათმავლობის" ცოდვითაა შეპყრობილი.

კომენტარები