ფილმები ჰელოუინისთვის

5 ფილმი ჰელოუინის საღამოს იდეალურად გატარებისთვის

imdb

ჰელოუინი წლის ყველაზე საშიში  დღესასწაულია, რომელიც ამჯერად ხუთშაბათს დაემთხვა, ხოლო თემატური წვეულებები კლუბებსა და ბარებში შაბათ-კვირას ჩატარდება. იმისთვის, რომ საღამომ მაინც ამ დღესასწულის სტილში, მხიარულად, თუმცა შემაძრწუნებლადაც  ჩაიაროს და თან სახლშიც დარჩეთ ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად და გაერთოთ, შეგვიძლია ეს 5 საჰელოუინე ფილმი შემოგთავაზოთ. 

Rocky Horror Picture Show

70-იანი წლების საკულტო მიუზიკლი, რომელსაც უამრავი ფანი ჰყავს, ნამდვილად შემოიტანს ჰელოუინის განწყობას პირდაპირ ეკრანიდან. შესანიშნავი მუსიკა, კოსტუმები, დაუვიწყარი გმირები საუკეთესო არჩევანია 31 ოქტომრისთვის. 

Us

"Us" 2019 წლის ფილმია, რომელშიც მთავარ როლს ოსკაროსანი მსახიობი  ლუპიტა ნიანგო ასრულებს. ფილმი არა მხოლოდ ჰორორის ჟანრისაა, არამედ საკმაოდ კარგ იუმორსა და ლამაზ ქორეოგრაფიას სთავაზობს მაყურებელს. აღსანიშნავია, რომ  წელს ამ ფილმის პერსონაჟების მიხედვით შექმნილი კოსტუმები ჰელოუინზე ძალიან აქტუალური იქნება. 


ფოტო: imdb

Hereditary

არი ასტერის ეს საშინელებათა ფილმი ნამდვილად არ არის მათთვის ვისაც სუსტი ნერვები აქვს. ეს სურათი არა მხოლოდ  პარანორმალური ამბებით გაჯერებული ჰორორია, არამედ დახვეწილად, დეტალურად და ეტაპობრივად აღწერს ადამიანის პოსტტრავმულ პერიოდს.


ფოტო: imdb

The Addams Family

უცნაური, სასაცილო, შემაძრწუნებელი ოჯახის ისტორია, რომელიც, რომ დააკვირდეთ აუცილებლად საკუთარ ოჯახსაც მოგაგონებთ. ეს საკულტო ფილმი უკვე წლებია, რაც ჰელოუინზე კოსტუმებისთვის ინსპირაციად იქცევა. მსუბუქი სურათის ნახვა კი ჰელოუინის საღამოს ნამდვილად გაამხიარულებს. 


ფოტო: imdb

the nightmare before christmas

ტიმ ბარტონის ეს გენიალური ანიმაციური ფილმი, ორივე დღესასწაულს მოუხდებოდა - შობასაც და ჰელოუინსაც, თუმცა, უფრო ამ უკანასკნელს. ჰელოუინის ქალაქი, მისი მაცხოვრებლები, დაუვიწყარი მუსიკალური გაფორმება, სიყვარულის ისტორია - სურათში ყველაფერს იპოვით, რაც საღამოს ხასიათს შეუქმნის. 


ფოტო: imdb

 

კომენტარები