წმიდა სინოდი

უგულავა: პრობლემა ჰომოსექსუალობა კი არა, ისაა, რომ ეკლესია ტაბურეტკებით დასდევს ადამიანებს

ურთიერთბრალდებები, რომელიც გაისმა, უკეთესი იქნებოდა ყოფილიყო მეუფე პეტრეს თანამდებობაზე ყოფნის დროს და არა თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, ამას მეტი დამაჯერებლობა ექნებოდა.

მეორე, მე როგორც საქართველოს ერთი მოქალაქე, მეუფე პეტრეს გაჟღერებულ ბრალდებას სხვანაირად ვუყურებ, კერძოდ ის, რომ პრობლემა არა ჰომოსექსუალიზმია, არამედ ის, რომ ღვთის სახელით ეკლესია ტაბურეტკებით დასდევდა ჩვენი საზოგადოების ამ მოწყვლად ჯგუფს, ამ თვალსაზრისით არის ეს პრობლემა. ეკლესიამ უნდა იმსჯელოს და შეწყვიტოს საზოგადოების წევრების სხვადასხვა ნიშნით დაყოფა, ეს სულ მცირე, როგორც იკვეთება, ფარისევლობაა და მიუღებელია თანამედროვე სამყაროს გადმოსახედიდან

ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი გიგი უგულავა TV პირველის ეთერში, პეტრე ცაავას განცხადებებზე. პეტრე ცაავა წმიდა სინოდმა მეუფეობიდან განაყენა, რის შემდეგაც, ყოფილმა მღვდელმთავარმა თქვა, რომ მისი განყენების მიზეზი ეკლესიაში "პიდარასტული ცოდვის მხილება" გახდა. მისი თქმით, "ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი პატრიარქი".

კომენტარები