რუსეთი

რუსეთში კანიბალიზმის ბრალდებით კაცი დააკავეს

Russia's Investigative Committee

რუსეთის ჩრდილოეთ ნაწილში კანიბალიზმის ბრალდებით კაცი დააკავეს. 51 წლის ბრალდებულმა 3 კაცი შეჭამა, ამასთან, მის ჩანთაში ადამიანის ძვლებთან ერთად ძაღლების, კატებისა და ჩიტების ძვლები აღმოჩნდა.   

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულს მენტალური პრობლემები აქვს.

კაცი მსხვერპლს უმეგობრდებოდა, მათთან ერთად იღებდა ალკოჰოლს, შემდეგ კი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მსხვერპლს კლავდა და მის გვამს ანაწევრებდა. მათი ძვლები ქალაქ არხანგელსკში, ტბის ნაპირას დატოვებულ ჩანთაში იპოვეს.

რუსეთის საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, კაცმა 3 ადამიანი 2016-2017 წლებში მოკლა და შეჭამა. თუმცა, მსხვერპლთა იდენტიფიცირება გართულდა. მათგან ერთის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ვერ მიაკვლიეს, მეორე მსხვერპლის ახლობლებმა კი იცოდნენ, რომ ის სამსახურის საძებნელად სხვა ქალაქში გაემგზავრა. მათი იდენტიფიცირებისთვის ექსპერტიზა გახდა საჭირო. 

ბრალდებული ერთ-ერთი მსხვერპლის სახლში ცხოვრობდა, რომლის მშობლებმაც იცოდნენ, რომ ის სხვა ქალაქში გადავიდა. კაცმა ისინი მოატყუა, რომ მანამ, სანამ მსხვერპლი სხვა ქალაქში იყო, სახლს თვითონ პატრონობდა. 

კომენტარები