ლატარია

კაცმა ლატარიაში მოგებული $200 000-ით უკანასკნელი ქიმიოთერაპია ჩაიტარა

BBC.co.uk

აშშ-ის შტატ ჩრდილოეთ კაროლინაში, კაცმა ლატარიაში 200 000 დოლარი მოიგო და ამ ფულით უკანასკნელი ქიმიოთერაპია ჩაიტარა.

რონი ფოსტერმა, რომელსაც მსხვილი ნაწლავი კიბო აქვს, თავდაპირველად ლატარიის ერთი ბილეთი იყიდა და 5 დოლარი მოიგო. მოგებული თანხით მან გადაწყვიტა ლატარიის კიდევ ორი ბილეთი ეყიდა.

ერთ-ერთმა ბილეთმა მას მოგება ვერ მოუტანა, თუმცა მეორე შემთხვევაში ის უფრო იღბლიანი აღმოჩნდა.

"მე დავინახე ნულები და გავიყინე. მოგებამ ეს დღე იღბლიან დღედ აქცია", - თქვა რონი ფოსტერმა.

მისი თქმით, ის მოგებული ფულით თავის უკანასკნელ ქიმიოთერაპიას და შემდეგ გამოკვლევებს ჩაიტარებს.

კომენტარები