NASA

NASA მთვარის სამხრეთ პოლუსზე წყლის საძებნელად როვერს გაგზავნის

NASA

NASA მთვარის სამხრეთ პოლუსზე როვერს სახელად VIPER-ს გაგზავნის, რომლის მიზანიც თანამგზავრის ამ ნაწილში წყლის კვალის ძებნა იქნება.

როვერი გოლფის მანქანის ზომის იქნება და მთვარის ნიადაგს წყლისა და ყინულის კვალის აღმოსაჩენად შეისწავლის.

როვერი მონაცემებს 100 დღის განმავლობაში შეაგროვებს და NASA მათ მთვარი წყლის რესურსების რუკის შესაქმნელად გამოიყენებს.

მთვარეზე როვერის გაგზავნა 2022 წლის დეკემბერში იგეგმება.

NASA-მ მთვარის სამხრეთ პოლუსზე ყინულის ნიშნები პირველად 2009 წელს აღმოაჩინა, როდესაც მათი რაკეტა ამ ტერიტორიაზე მოზრდილ კრატერში ჩაეშვა. კოსმოსურ სააგენტოში მიაჩნიათ, რომ შესაძლოა მთვარის რეზერვუარებში მილიონობით ტონა ყინული აღმოჩნდეს.

VIPER-ის მისიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მთვარეზე წყლის არსებობა იქ ადამიანების პირველი საცხოვრებლის დაარსებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება და სწორედ ეს მისია დაადგენს იქნება თუ არა ეს შესაძლებელი.

NASA-ში ამბობენ, რომ მომავალში სურთ მთვარეზე ხანგრძლივი ცხოვრებისათვის განკუთვნილი ბაზა შექმნან, საიდანაც ადამიანები მარსზე და უფრო შორს წასვლასაც შეძლებენ.

კომენტარები