გერმანია

გერმანიის სოციალ დემოკრატიული პარტიის ლიდერის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება

Reuters

გერმანიის სოციალ დემოკრატიულ პარტიაში ახალი ლიდერის ასარჩევად არჩევნები ჩატარდა. ყველაზე მეტი ხმა ამჟამინდელმა ფინანსთა მინისტრმა ოლაფ შოლცმა მოიპოვა, თუმცა ამან მხოლოდ ხმათა 22.7% შეადგინა, რის გამოც მეორე ტურის გამართვა იქნება საჭირო. მეორე ადგილზე ნორბერტ ვოლტერი გავიდა ხმათა 21%-ით.

მისი გამარჯვების შემთხვევაში შესაძლოა მერკელის პარტიასთან სოციალ დემოკრატების კოალიციის ბედი ეჭვქვეშ დადგეს.

მეორე ტური მომავალ თვეს გაიმართება და მისი შედეგები დეკემბერში დანიშნულ პარტიის კონფერენციაზე დამტკიცდება.

კომენტარები