ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
რეკლამა

® საქართველოს ბანკი და კავკასიის უნივერსიტეტი სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ

პარასკევი, 25 ოქტომბერი, 2019 - 18:31
საქართველოს ბანკი
tbl.ge/44io
დაკოპირდა
იუსტიციის სამინისტრო
იუსტიციის სამინისტრო
საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა დაიწყო. შესაბამის მემორანდუმს ხელი მხარეებს შორის გუშინ მოეწერა. აღნიშნულის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტი საქართველოს ბანკის უნივერსიტეტს იერთებს. ამის შედეგად, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის 183 სტუდენტი სწავლას კავკასიის უნივერსიტეტში გააგრძელებს. ამასთან, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის სტუდენტები შეინარჩუნებენ ყველა იმ ბენეფიტს, რომლითაც ისინი BOG UNI-ში სწავლისას სარგებლობდნენ.

მხარეებს შორის შერწყმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ემსახურება მიზანს, ორი წამყვანი უნივერსიტეტის საერთო რესურსების, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გაერთიანებით კიდევ უფრო მეტ სტუდენტს მისცეს შესაძლებლობა მიიღონ ხარისხიანი განათლება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. კავკასიის უნივერსიტეტს მჭიდრო კავშირი აქვს ევროპის, ამერიკისა და აზიის უნივერსიტეტებთან. შესაბამისად, სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში და გაემგზავრონ საზღვარგარეთ. ამავდროულად, კავკასიის უნივერსიტეტში განათლებას იღებენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რაც ქართველი სტუდენტებისთვის უცხოური განათლებისა და გამოცდილების გაზიარების კარგი შესაძლებლობაა.

აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს არამარტო საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის შეერთებას კავკასიის უნივერსიტეტთან, არამედ საქართველოს ბანკისა და კავკასიის უნივერსიტეტის მომავალ თანამშრომლობას.

“კავკასიის უნივერსიტეტის დაარსების დღიდან ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი სტუდენტებისთვის ხარისხიანი განათლების მიცემაა. უკვე წლებია, მე და ჩემი გუნდი ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ამ უნივერსიტეტს ჰქონდეს მაღალი ნდობა და იყოს საუკეთესო - არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს აღმოსავლეთ ევროპაში. ჩვენი კურსდამთავრებულები თავიანთი პროფესიონალიზმით არიან მაგალითი ადამიანებისა, ვისაც არამხოლოდ პროფესიული ცოდნა, არამედ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება აქვთ. ჩვენთვის საინტერესო გამოწვევაა, დავამყაროთ სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბანკთან და აღნიშნულის ფარგლებში, მივცეთ საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის სტუდენტებს ისეთივე მაღალი დონის განათლება, რასაც ჩვენს სტუდენტებს ვთავაზობთ.” - აცხადებს კავკასიის უნივერსიტეტისა და უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი კახა შენგელია.

„განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის, მნიშვნელოვან და უცვლელ პრიორიტეტად რჩება. ამის დასტურია დღევანდელი მემორანდუმიც. სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებით ჩვენ განათლების სფეროს მხარდაჭერის თვისობრივად სხვა საფეხურზე გადავდივართ. საქართველოს ბანკი ხდება კავკასიის უნივერსიტეტის რჩეული ფინანსური ინსტიტუტი და პარტნიორი უნივერსიტეტის საკმაოდ ამბიციური გეგმების შესრულების გზაზე. აღნიშნული შესაძლებლობას მისცემს კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ უფრო მეტ სტუდენტს შესთავაზოს მაღალი ხარისხის განათლება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამავდროულად, საქართველოს ბანკის და კავკასიის უნივერსიტეტის შერწმა საშუალებას აძლევს ორივე უნივერსიტეტის სტუდენტს უფრო მაღალი ხარისხის განათლება მიიღოს უნივერსიტეტებში დაგროვილი ცოდნის და გამოცდილების გაზიარების ხარჯზე ”,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან ყულიჯანიშვილმა.

კავკასიის უნივერსიტეტი აერთიანებს 11 სკოლას. ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, მედიცინისა და ჯანდაცვის, ეკონომიკის, განათლების და სადოქტორო სკოლებს. უნივერსიტეტს აქვს უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კურსდამთავრებულებს მიანიჭოს დიპლომირებული სპეციალისტის კვალიფიკაცია, ბაკალავრის, მაგისტრის და დოქტორის აკადემიური ხარისხები. უნივერსიტეტში მოქმედებს მრავალფეროვანი ტრენინგ და სასერტიფიკატო პროგრამები.

რეკლამასაქართველოს ბანკიკავკასიის უნივერსიტეტი

ამავე თემაზე

  • ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 13:56როგორ ამოვიცნოთ რკინის დეფიციტი: სიმპტომები, რისკ-ფაქტორები და პრევენცია (რ)
  • სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 18:54საქართველოს 10 მედალოსანი პარალიმპიელი ჰყავს! BOG პარალიმპიური ნაკრების სპონსორია (რ)
  • სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 17:14N1 ქსელი სამოგზაუროდ - "სელფის" როუმინგის კამპანია (რ)
  • სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 15:59BOG - ქართველი მოჭადრაკეების მხარდამჭერი ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე (რ)
  • სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 15:15საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)

კომენტარები

ბოლო სიახლეები

როგორ ამოვიცნოთ რკინის დეფიციტი: სიმპტომები, რისკ-ფაქტორები და პრევენცია (რ)
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 13:56

როგორ ამოვიცნოთ რკინის დეფიციტი: სიმპტომები, რისკ-ფაქტორები და პრევენცია (რ)

ქუთაისში კორპუსის მშენებლობაზე კონსტრუქცია ჩამოიშალა – დაიღუპა 30 წლამდე კაცი
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 13:49

ქუთაისში კორპუსის მშენებლობაზე კონსტრუქცია ჩამოიშალა – დაიღუპა 30 წლამდე კაცი

ხაშურის საკრებულოში ოცნების ყოფილი დეპუტატი პატიმრობიდან გირაოთი გაათავისუფლეს
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 13:25

ხაშურის საკრებულოში ოცნების ყოფილი დეპუტატი პატიმრობიდან გირაოთი გაათავისუფლეს

EU უკრაინელი ლტოლვილებისთვის დროებითი დაცვის მექანიზმებს 2028 წლამდე ახანგრძლივებს
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 13:00

EU უკრაინელი ლტოლვილებისთვის დროებითი დაცვის მექანიზმებს 2028 წლამდე ახანგრძლივებს

სიკორსკი: რუსეთი, შესაძლოა, უკრაინული დრონების გამოყენებით ცრუ დროშის ოპერაციას ამზადებდეს
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 12:19

სიკორსკი: რუსეთი, შესაძლოა, უკრაინული დრონების გამოყენებით ცრუ დროშის ოპერაციას ამზადებდეს

ყველაზე კითხვადი

რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
1რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
2Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
3NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია
4მერიამ სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების დახლები აიღო
5ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕