ქანიე ვესტი მის ალბომზე მომუშავე ადამიანებს სთხოვდა, რომ ქორწილამდე სექსი არ ჰქონოდათ

Guardian

თავის ახალ ალბომზე - Jesus Is King საუბრისას ქანიე ვესტი გამოტყდა, რომ მის ალბომზე მომუშავე ადამიანებს ქორწილამდე სექსისგან თავის შეკავებას სთხოვა. 

ალბომის გამოსვლამდე, ვესტი ზეინ ლოუს ესაუბრა და ერთად მათ მუსოკოსის კარიერას გადახედეს. ვესტმა აღნიშნა, რომ პორნოგრაფიას ადრეული ასაკიდან უყურებდა და 2007 წლიდან, დედამისის სიკვდილის შემდეგ, სექსზე დამოკიდებული გახდა.

"ზოგიერთი საკუთარ თავს ნარკოტიკებში იხრჩობს, მე კი სხვა დამოკიდებულებაში - სექსში ვიძირები"

უშუალოდ ახალი ალბომის განხილვისას, ვესტმა საკუთარი თავი, როგორც ქრისტიანი ისე დაახასიათა და აღიარა, რომ მათ ვინც  Jesus Is King-ზე მუშაობდა, სთხოვდა ქორწილამდე სექსისგან თავი შეეკავათ. 

"იყო მომენტები, როდესაც ვთხოვდი ჩემთან მომუშავე ადამიანებს, ქორწილამდე სექსი არ ჰქონოდათ სანამ ალბომზე ვმუშაობთ. ზოგჯერ სხვა პროექტებზე მომუშავე ხალხსაც ვთოვდი, რომ კონცენტრაცია მოეკრიბათ და მარხვა დაეცვათ - ოჯახები, რომლებიც ერთად ლოცულობენ, ერთად რჩებიან." თქვა ვესტმა.

მომღერალმა კრიტიკა ქუდისთვის წარწერით "Make America Great Again" (დონალდ ტრამპის სლოგანი) დაიმსახურა. ვესტმა აღნიშნა, რომ მასში და დონალდ ტრამპში "ერთნაირი დრაკონის ენერგიაა" დამალული და ის საკუთარი აზრის გამოხატვისგან თავს არ შეიკავებს. "კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ხელოვანი, რომელმაც წითელი ქუდი დაიხურა - ეს ხომ ყველა ლიბერალისთვის საშინელი დაცინვაა. ისინი ფიქრობენ, "არა, ოღონდ ქანიე არა!"" ისაუბრა საკუთარ თავზე ვესტმა. 

ასევე მომღერალმა აღნიშნა, რომ მოვა დრო როდესაც ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდება და ემახსოვრება ყველა ვინც კულტურულად არ მიიღო მათი დიადი ჩანაფიქრი. 

კომენტარები