არქიმანდრიტი ბართლომე

არქიმანდრიტი ბართლომე: ანიტა რაჭველიშვილი თუ ამ პოსტის გამო ბოდიშს მოიხდის, მეც მოვიხდი

მის პოსტზე იყო ჩემი გულწრფელი რეაქცია, ადამიანი, რომელიც არის ოპერის მომღერალი, მსოფლიო დონის მომღერალი, "კრეტინო", "საცოდავო", "უბედუროს" არ უნდა წერდეს. თუ მას სძულს რომელიმე პიროვნება, მის შვილზე არ უნდა მიიტანოს იერიში...

ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული ვარ, არა ვარ - არასოდეს დამიმალავს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს რეაქცია მექნებოდა, როცა ეხებიან შვილებს, ჯერ თუ მამამ რამე დააშავა, შვილს რატომ უნდა მოეკითხოს?

ანიტა რაჭველიშვილმა ამ პოსტის გამო ბოდიში უნდა მოიხადოს, თუ ის მოიხდის ბოდიშს, აუცილებლად, მასაც და საზოგადოებასაც მოვუხდი ბოდიშს. ჩემი მთავარი მიზანი სწორედ ეს იყო, რომ მან ბოდიში მოიხადოს და თავის დანაშაულს მიხვდეს და მე, რა თქმა უნდა, ბოდიშს მოვიხდი

თქვა არქიმანდრიტმა ბართლომე ფირცხალაშვილმა მთავარი არხის ეთერში. სასულიერო პირმა საოპერო მომღერლის, ანიტა რაჭველიშვილის FB-პოსტზე დაწერა, რომ "რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის". საოპერო მომღერალმა ბერა ივანიშვილი ამაზონის ტყის გადასარჩენად გადარიცხული $1.1 მლნ-ის გამო გააკრიტიკა და მას "საცოდავი" უწოდა. "ხალხი შიმშილით ამოხოცა შენმა მამიკომ და შენ ამაზონის ტყე არსად გაგექცეს" - მიმართა რაჭველიშვილმა ბერა ივანიშვილს, რის შემდეგაც, არქიმანდიტმა ბართლომემ მას "ყელის კიბო" უსურვა.

კომენტარები