ახალი ვარსკვლავური ომების ფინალური თრეილერი გამოვიდა

ვარსკვლავური ომების მეცხრე ნაწილის: Star Wars: Episode IX - The Rise of Skywalker ფინალური თრეილერის ნახვა უკვე შესაძლებელია. ფილმი სკაივოკერების ისტორიის დასასრულია და მან ფანების ყველა კითხვას უნდა გასცეს პასუხი. 

მეცხრე ნაწილში მოვლენები, სურათში Star Wars: The Last Jedi მომხდარი ამბების ერთი წლის შემდეგ ვითარდება. ფილმის რეჟისორი ჯეი ჯეი აბრამსია და Star Wars: Episode IX - The Rise of Skywalker-ში ადამ დრაივერის, დეიზი რიდლის, ოსკარ აიზეკისა და სხვა ვარსკვლავების უკვე ნაცნობ პერსონაჟებს ვიხილავთ.

კომენტარები