ლიტერა

ლიტერატურული პრემიის "ლიტერას" გამარჯვებულები ცნობილია

21 ოქტომბერს, მწერალთა სახლში ლიტერატურული პრემიის "ლიტერას" გამარჯვებულები 6 ნომინაციაში გამოვლინდნენ:

რომანი
ზურაბ ქარუმიძე - "UNTERGANG - მოგზაურობა ევროპაში", გამომცემლობა
"ინტელექტი"

პროზაული კრებული
დათო გორგილაძე - "ღმერთი სამსახურშია", გამომცემლობა "ინტელექტი"

პოეტური კრებული
ბექა ახალაია - "მტრედების იონა", გამომცემლობა "ინტელექტი"

დოკუმენტური პროზა
ნინო ლომაძე - "ვაშლის ბაღები", გამომცემლობა "ინდიგო"
სალომე ბენიძე, დინა ოგანოვა - "SHEROES", გამომცემლობა "წიგნები ბათუმში"

დებიუტი
ნიკა ლაშხია - "დონორი", გამომცემლობა "ინტელექტი"
იაგო თვალაბეიშვილი - "ტრანსმუტაცია", გამომცემლობა პალიტრა L

წიგნის დიზაინი
თორნიკე ლორთქიფანიძე - "100 წელი - 100 ფოტო", გამომცემლობა "ინდიგო"

ჟიურის წევრები იყვნენ - ნიკა აგლაძე, ნონა კუპრეიშვილი, გიორგი მაისურაძე, მაია ფანჯიკიძე და მალხაზ ხარბედია.

გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო, 5000 ლარი და პრიზი "ლიტერა" გადაეცათ. პრემია
"ლიტერა" 2015 წლიდან ყოველწლიურად გაიცემა.

კომენტარები