ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლი 30 წლის მაღაროელია. შსს-მ ტაბულას მუშის გარდაცვალება დაუდასტურა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო, ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ამ ეტაპზე სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.