თბილისის აეროპორტი

თბილისის აეროპორტს ტაქსების ახალი კომპანია, Bene Exclusive მოემსახურება

თბილისის აეროპორტის ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს ცნობით, დღეიდან, 17 ოქტომბრიდან აეროპორტს ტაქსების ახალი კომპანია, Bene Exclusive მოემსახურება.

მგზავრობის ტარიფი 30-დან 40 ლარამდე იქნება და მიმართულებაზე იქნება დამოკიდებული.

თუ მგზავრი თბილისს გარეთ მიდის, ამ შემთხვევაში საფასურს ტაქსომეტრი განსაზღვრავს.

როგორც აეროპორტში განმარტავენ, აეროპორტის ტერიტორიაზე შესვლა ნებისმიერ სხვა ტაქსის კვლავინებურად შეეძლება, Bene Exclusive-ს კი ტერმინალის წინ დგომის ექსკლუზიური უფლება ექნება.

კომპანია Bene Exclusive საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ოპერირებს.

2012 წლიდან დღემდე აეროპორტს Toyota Taxi ემსახურებოდა. TAV Georgia-მ მომსახურებაზე ექსკლუზიურ უფლებაზე ინტერესთა გამოხატვა 2019 წლის ივლისში გამოხატა.

კომენტარები