Air Canada

AIR CANADA ფრენისას ქალბატონებო და ბატონებოს ნაცვლად გენდერულად ნეიტრალურ სიტყვას იხმარს

Air Canada

კანადური ავიაკომპანია, Air Canada, ფრენისას ინფორმაციის გამოცხადების დროს "ქალბატონებო და ბატონებოს" ნაცვლად გენდერულად ნეიტრალურ სიტყვებს გამოიყენებს.

CNN-ის ინფორმაციით, ქალბატონებო და ბატონებო სიტყვით "ყველა" ჩანაცვლდება.

"ჩვენ ვმუშაობთ ბევრს, რათა დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ყველა დასაქმებული Air Canada-ს ოჯახის ღირებულ წევრად გრძნობს თავს. ასევე, გვსურს ვიცოდეთ, რომ მომხმარებლები კომფორტულად და პატივცემულად გრძნობენ თავს ჩვენთან ერთად მგზავრობისას", - თქვა კომპანიის წარმომადგენელმა.

ჯერჯერობით, უცნობია, როდის შევა ცვლილებები ძალაში.

კომენტარები