მე მინდა მას [კახა კალაძეს] გავახსენო, როცა ჩვენზე დაიწყო შემოტევა, გამოვიდა და ძალიან ბრძნული სახით თქვა, რომ კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს სწორი. დიახ, მე გეთანხმებით. კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს სწორი...
ნუ ღიზიანდებით, მიბრძანდით პროკურატურაში და ისევე როგორც ჩვენ ვამტკიცებთ ჩვენს სიმართლეს, მიიტანეთ ის საბუთები, რომელიც თქვენ ბანკში იყო და მოსახლეობას, თქვენს ამომრჩეველს ჩააბარეთ ყველა ტრანზაქციაზე ახსნა-განმარტება, როგორ აკეთებდა ბანკი ოპერაციებს. აი მაშინ დავიჯერებ, რომ თქვენ ნორმალური ქვეყნისკენ გინდათ წასვლა. რა თქმა უნდა ეს არის ფანტასტიკის სფერო.
ქუჩაში ასფალტის დაგება და მაგაზე მადლობას თუ ელოდებით, ეს დაახლოებით იმას ნიშნავს, ბანკომატი საკუთარ ფულს რომ გიბრუნებს. ჩვენ ფულს ხარჯავთ...
კალაძესთან ნორმალური ურთიერობა მქონდა და ძალიან ძალიან ამოვარდა კალაპოტიდან, იმიტომ რომ სიმართლის მოსმენა არავის არ უნდა...





