ზაზა თავაძე

ზაზა თავაძეს თავისივე ტექსტი თომას ჯეფერსონის ეგონა [ვიდეო]

უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატს და საკონტიტუციო სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს ზაზა თავაძეს თავისივე დაწერილი ტექსტი თომას ჯეფერსონის ეგონა. 

თავაძეს მისივე ტექსტი პარლამენტში გასაუბრებისას საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარემ გიორგი მშვენიერაძემ წაუკითხა და ჰკითხა ხომ არ იცოდა ვინ იყო ამ სიტყვების ავტორი. თავაძემ კი ივარაუდა, რომ ავტორი თომას ჯეფერსონი იქნებოდა.

ტექსტი კი, რომელიც მას მშვენიერაძემ წაუკითხა, თავაძემ ერთერთ საქმეს დაურთო, რომელზეც მომხსენებელი მოსამართლე იყო:

"პოლიტიკური პლურალიზმი წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების არსებობისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს, რომლის ფარგლებში უზრუნველყოფილია აზრთა, შეხედულებათა, ღირებულებათა მრავალფეროვნება, სადაც კონკრეტულ ჯგუფებს აქვთ შესაძლებლობა და თავისუფლება გამოხატონ თავიანთი პოლიტიკური შეხედულებები და აქტიური მონაწილეობა მიიღონ პროცესებში. დემოკრატიასა და პლურალიზმს შორის კავშირი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რამდენადაც სწორედ დემოკრატიის მოთხოვნაა, თითოეული ადამიანი საკუთარი განსხვავებული შეხედულებითა და ღირებულებებით თავისუფლად დაუკავშირდეს ხელისუფლებას, მიიღოს მონაწილეობა სახლემწიფოს მართვის პროცესში ცენტრალურ თუ რეგიონულ დონეზე. პლურალიზმი საკუთარ თავში გამორიცხავს მხოლოდ ერთი ჯგუფის შეხედულებისა თუ ღირებულების დომინირებას საზოგადოებაში, სხვათა დუმილის ხარჯზე. თუმცა იმისთვის, რომ პოლიტიკური პლურალიზმი იქნეს უზრუნველყოფილი აუცილებელია ქვეყანაში შეიქმნას გარემო, როემლიც პირველ რიგში მისი არსებობის საშუალებას იძლევა."

კომენტარები