მინიმალური ხელფასი

ჯანდაცვის სამინისტროს მინიმალური ხელფასის დადგენა სურს

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას განცხადებით, მთავრობა პარლამენტთან ერთად მუშაობს შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე, რისი ნაწილიც მინიმალური ხელფასის დადგენაა.

"მიმდინარეობს აქტიური მუშაობა პარლამენტის დონეზე, სადაც სამუშაო ჯგუფში აქტიურად ვმუშაობთ ჩვენც, შრომის სამინისტრო და ამ შრომის კოდექსით გათვალისწინებული ცვლილებებით არის როგორც მინიმალური ხელფასის საკითხი დასმული და დისკუსია არის მინიმალური ხელფასის შეცვლის შესახებ, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, არსებული მინიმალური ხელფასი, რომელიც დაფიქსირებული არის 90-იან წლებში საქართველოში, არის ოცი ლარი, რომელიც არც არსებულ რეალობას შეესაბამება და არც საერთაშორისო სტანდარტებს." - ამბობს ბარკალაია.

ფორმალურად, საქართველოში მინიმალური ხელფასი 1994 წელსაა დადგენილი და თვეში ოც ლარს შეადგენს.

გასულ თვეში შრომის კოდექსში შესატან სავარაუდო ცვლილებებზე საუბრისას, უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ტაბულას დაუდასტურა, რომ მმართველ გუნდში განიხილავენ მინიმალური ხელფასის საკითხსაც.

კომენტარები