ქურდობა

ორთაჭალაში აფთიაქში შესულ მამაკაცს ავტომობილი მოპარეს

მთავარი არხი

თბილისში, გორგასლის ქუჩაზე, მოქალაქეს ავტომობილი მოპარეს.

თვითმხილველების ცნობით, ავტომობილის მფლობელი აფთიაქში შევიდა, უკან დაბრუნებულს კი მანქანა ადგილზე აღარ დახვდა.

"რამდენიმე წუთით შევიდა მამაკაცი აფთიაქში და რომ გამოვიდა მანქანა აღარ დახვდა", - ამბობს ტელეკომპანია მთავართან საუბარში ერთ-ერთი თვითმხილველი.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, სამართალდამცველებმა TOYOTA-ს მარკის ავტომობილი შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე ასეულ მეტრში მიტოვებული იპოვეს. ამ დროისთვის პოლიიას დამნაშავე არ დაუკავებია. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

კომენტარები