გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 ოქტომბერს, დღის ბოლოდან 7 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება,ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.
მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.