აშშ-ს შრომის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის სექტემბერში აშშ-ში უმუშევრობის დონე 3.7%-დან 3.5%-მდე დაეცა, რაც გასული 50 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია.
სექტემბერში 136 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.
აგვისტოში კი მოსალოდნელზე 38 000-ით მეტი - 168 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა.
საშუალო საათობრივი გამომუშავება 2.9% -ით გაიზარდა, რაც გასული წლის ივლისის შემდეგ ყველაზე დაბალი ზრდა არის.
ლათინოამერიკელების უმუშევრობა 3.9%-მდე დაეცა, რაც 1973 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
1969 წლის დეკემბერში უმუშევრობის მაჩვენებელი 3.5% იყო.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სიახლეს თავის Twitter-ზე გამოეხმაურა: "...ვაუ, ამერიკა, იმპიჩმენტი დაიწყე შენი პრეზიდენტის წინააღმდეგ (მიუხედავად იმისა, რომ მას ცუდი არაფერი გაუკეთებია!)"