ნატო - საქართველო

NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე საქართველოს: რეფორმების გაგრძელება აუცილებელია

როუზ გიოტმიოლერი
rgsl

"მე ვფიქრობ, ამჟამად, საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები რეფორმების გაგრძელებასთან არის დაკავშირებულია," - NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ როუზ გიოტმიოლერმა ბათუმში ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრის შემდეგ სტუდენტის დასმულ კითხვას, თუ რა დაბრკოლება უშლის ხელს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებისთვის და კონკრეტულად რა ნაბიჯებია გადასადგამი, უპასუხა.

"აუცილებელია გაგრძელდეს რეფორმების პროცესი" - გიოტმიოლერის თქმით, აუცილებელია გაგრძელდეს სასამართლოს რეფორმა, კორუფციის წინაააღმდეგ ბრძოლა, თავისუფალი მედიის განვითარება.

მან აღნიშნა, რომ ყველა ამ რეფორმასთან ერთად თავდაცვის რეფორმაში პროგრესიც ძალიან მნიშვნელოვანია: 

"ეს ავითარებს პარტნიორობას, რაც ნატოს წევრი ქვეყნებისთვის ძალიან ნათელს ხდის, თუ ზუსტად რა ძალა აქვს საქართველოს, უსაფრთხოების მოტანაში რა როლის თამაში შეუძლია - ნატოს წევრობაზე ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია".

NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილის თქმით, ვაშინგტონის შეთანხმება ამბობს, რომ NATO ღიაა ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც უსაფრთხოების მომტანები არიან, თუმცა შეთანხება იმასაც ამბობს, რომ ამა თუ იმ სახელმწიფოს NATO-ში მიღებას NATO-ს ყველა წევრი უნდა ეთანხმებოდეს. 

"ამიტომ, მნიშვნელოვანია ნატოს წევრებთან ამ კონსენსუსის მიმართულებით იმუშაოთ და ამისთვის მნიშვნელოვანი გზა განგრძობადი რეფორმებია, მათ შორის თავდაცვის. ნატოს წევრებს უნდა ჩამოუყალიბდეთ მოსაზრება, რომ საქართველო უსაფრთხოების მომტანია".

კომენტარები