პასპორტის სიძლიერე

Henley&Partners: იაპონიასა და სინგაპურს ყველაზე ძლიერი პასპორტები აქვთ

სინგაპური
blog.goaway.com

Henley & Partners-ის სხვადასხვა ქვეყნის პასპორტთა მფლობელთათვის მოგზაურობის თავისუფლების საერთაშორისო რეიტინგში 1-ლი ოქტომბრის მონაცემებით, ყველაზე ძლიერი პასპორტი იაპონიასა და სინგაპურს აქვს.

იაპონიის ან სინგაპურის მოქალაქეობის მფლობელებს უვიზოდ თუ ჩასვლისთანავე ვიზის აღების შემთხვევაში ყველაზე მეტ 190 ადგილას შეუძლიათ ჩასვლა.

სიძლიერით მეორე ადგილებს ინაწილებენ ფინეთის, გერმანიისა და სამხრეთ კორეის პასპორტები 188 მიმართულებით.

მესამე ადგილზე არიან დანია, იტალია და ლუქსემბურგი (187 მიმართულება).

პოსტსაბჭოთა ქვეყნებში პასპორტის სიძლიერით პირველ ადგილს არის უკრაინა 126, მეორე ადგილს მოლდოვა 119 მიმართულებით, მესამეზე რუსეთი 117 მიმართულებით და მეოთხეზე საქართველო 114 მიმართულებით. 

Henley & Partners-ის რეიტინგი პასპორტებს 227 მიმართულებაზე უვიზო რეჟიმით ან ჩამოსვლისთანავე ვიზის აღებით აფასებს.

რეიტინგში ბოლო 107-ე ადგილს ავღანეთი იკავებს 25 მიმართულებით.

კომენტარები