2020 წელს ჩვენ დაგვამარცხა ქართველმა ამომრჩეველმა, სამართლიანად, მრავალწილად. ის, რომ მერე არ გაუმართლა იმედები ივანიშვილმა და მოატყუა, ეს ცალკე და მნიშვნელოვანი საკითხია. მაგრამ მაშინ, როდესაც ლიდერი ან პოლიტიკური ფიგურა ვერ გადახარშავს, იმას, რომ ხალხმა გადაირჩია და გაბრაზებულია ხალხზე - ვეღარ მართავს, ვეღარ მიდის წინ და დეგრადირდება. ეს მოუვიდა სააკაშვილს და სხვათაშორის, ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ მისი გზავნილი ერთი-ერთში ემთხვევა ივანიშვილის გზავნილს. ორივე იძახის ამას, რომ ან ივანიშვილი იქნება და თუ ივანიშვილი არ იქნება, იქნება სააკაშვილი. სააკაშვილი იქამდეც კი მიდის დღეს, სამწუხაროდ, რომ იძახის - "თუ მე არ ვიქნები, უჩემოდ გამარჯვება არ გაბედოთ".
ეს ძალიან მძიმეა და პრაგმატულადაც აწყობს "ოცნებას". მე ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა ვუთხრა "ნაციონალების" ამომრჩეველთა დიდ ნაწილს, რომელიც გონიერი და პატრიოტი ხალხია - მესმის, რომ მტკივნეულია, თვალი გაუსწორო, იმას, რომ ფიგურა, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია შეასრულა ასე დეგრადირდა, პრაგამატულადაც და პოლიტიკური ზნეობის თვალსაზრისით, ეს ფაქტია, ამ კაცს და მისი გუნდის დიდ ნაწილს დღეს არ შესწევთ უნარი, რომ ამ უმმძიმესი მდგომარეობიდან გამოიყვანონ ქვეყანა





