დღეს, 29 სექტემბერს, დემნა გვასალიამ Balenciaga-ს კრეატიული ხელმძღვანელის პოსტზე მორიგი გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა, რომელშიც მონაწილეობა ცნობილმა მოდელმა ბელა ჰადიდმაც მიიღო.
ცნობილი ამერიკელი ტოპ მოდელის ჩვენებაზე გამოჩენა უცნაური იყო, რადგან ქართველი დიზაინერი და Balenciaga-ს კრეატიული ხელმძღვანელი, დემნა გვასალია კოლექციების წარდგენისას ცნობილ მოდელებთან არ თანამშრომლობს.
უნდა აღინიშნოს, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულ მოდელს ბალენსიაგას ჩვენება არც გაუხსნია და არც დაუხურავს.
ჩვენების დასრულების შემდეგ ბელა ჰადიდმა საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე ჩვენებიდან ვიდეო გამოაქვეყნა და დემნა გვასალიას მადლობა გადაუხადა, - "არაფერია დემნასა და ბალესიაგას მსგავსი." - წერს მოდელი ინსტაგრამზე.
2020 წლის გაზაფხულის კოლექციის ჩვენებაში მონაწილეობა ქართველმა მოდელებმა ლუკა ბიჭიკაშვილმა და ვახო კედელაძემაც მიიღეს.