საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ურუგვაის ნაკრები ანგარიშით 33-7 დაამარცხეს.
ქართველმა სპორტსმენებმა ისტორიაში პირველად მსოფლიო თასზე ბონუს ქულის მოპოვება შეძლეს.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ქართველი მორაგბე, ოთარ გიორგაძე გახდა.
23 სექტემბერს, ბორჯღალოსნები, მსოფლიო თასის პირველ შეხვედრაზე უელსის ნაკრებთან 43-14 დამარცხდნენ.
მომდევნო მატჩი 3 ოქტომბერს გაიმართება, საქართველოს ნაკრები ფიჯის დაუპირისპირდება.