რუსეთი

რუს სამხედროებს ცირკში დასასწრებ ბილეთებს უფასოდ გადასცემენ

ptoday.ru

რუს სამხედროებს ცირკში დასასწრებ ბილეთებს უფასოდ გადასცემენ მას შემდეგ, რაც ისინი სამხედრო ბილეთს წარადგენენ. რუსული მედიის ცნობით, სანაცვლოდ თავდაცვის სამინისტრო გასართობი ცენტრების რეაბილიტაციაში მიიღებს მონაწილეობას.

რუსული სააგენტო РБК-ის ცნობით, ამის შესახხებ რუსეთის სახელმწიფო ცირკის კომპანიის დირექტორმა, ვლადიმერ შემიაკინმა, კულტურის სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე ისაუბრა. შემიაკინი ამბობს, რომ კომპანია თავდაცვის სამინისტროსთან გასართობი ცენტრების აღდგენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. 

შემიანიკი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ცირკების რეაბილიტირება იგეგმება და უკვე 16 ცირკია გარემონტებული. მისივე თქმით, რუსეთში კიდევ ორი, მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის ცირკები უნდა აშენდეს. 

2018 წლის დეკემბერში რუსეთის სახელმწიფო ცირკის გენერალური დირექტორი დიმიტრი ივანოვი გაათავისუფლეს თანამდებობიდან მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრმა, ვლადიმერ მედინსკიმ, ის დაკისრებული ვალდებულებების ვერშესრულებისთვის გააკრიტიკა. 

კომენტარები