რუსეთი

რუსეთში თეატრი ბირთვული ომისთვის მოუმზადებლობის გამო 50 000 რუბლით დააჯარიმეს

ნიკოლაი კოლიადა
uralinform

რუსეთში ეკატერინბურგის ცნობილი კოლიადას თეატრი "სამოქალაქო თავდაცვისთვის მოუმზადებლობის გამო" 50 000 რუბლით დააჯარიმეს. 

აღმოჩნდა, რომ კოლიდას თეატრი შედიოდა იმ საწარმოთა ჩამონათვალში, რომლებიც ომის ან ბირთვული ომის შემთხვევაში, ქარხნების და სხვა საწარმოების მსგავსად განაგრძობდნენ მუშაობას. თეატრს გაზის ნიღბები, დაკონსერვებული ხორცი, წამლები და ომის დროს აუცილებელი სხვა ნივთები უნდა ჰქონოდა.

თეატრის ხელმძღვანელის, ნიკოლაი კოლიდას თქმით, თეატრმა ამის შესახებ არაფერი იცოდა.

მას თავდაპირველად ეგონა, რომ მისი თეატრი ერთადერთი იყო, თუმცა როგორც აღმოჩნდა კიდევ სხვა რამდენიმე თეატრი და კოლეჯიც ასეთ მდგომარეობაში იყო.

კოლიადას ამ საკითხზე ბევრი ჩუმად ყოფნას ურჩევდა - "დაუჯერებელი სისულელე, რაც რუსეთში ხდება...რაღაც მაინც უნდა გავაკეთო, რომ ეს შეწყდეს".

მისი თქმით, მთავრობის ეს სამზადისი ყველასთვის სასაცილო იყო -"კარგით, გვექნება გაზის ნიღბების ყუთი... რაში დაგვჭირდება? თუ ომი დაიწყება, ვინ გადარჩება? ვერავინ."

თავდაპირველად ჯარიმა 200 000 რუბლი უნდა ყოფილიყო, მაგრამ სასამართლომ ეს თანხა შეამცირა. 

კოლიადა ჯარიმის გადახდას აპირებს, თუმცა თეატრისთვის ეს თანხა საკმაოდ დიდი იყო. 

ნიკოლაი კოლიადას თქმით, ხელისუფლება თეატრზე მუდმივ ზეწოლას ახდენს. 

თეატრის ხელმძღვანელთან Dozhd-ის ინტერვიუ შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კომენტარები