მონბლანი

მეცნიერების თქმით, მონბლანზე მყინვარის ნაწილი დნება

BBC

მონბლანზე მყინვარის ნაწილი დნება. მეცნიერების თქმით, მწვერვალ გრანდ ჟორასს, შესაძლოა, 250 000 კუბური მეტრის ყინულის მასა მოწყდეს.  

მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა თქვეს, რომ ყინულის ნაწილი მასივს ყოველდღე 50-60 სანტიმეტრით შორდება, ადგილობრივი ქალაქის, კურნაიორის მერმა გზების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. ადგილობრივი სოფლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. მერის თქმით, გლობალური დათბობა მონბლანის მთათა სისტემას ცვლის.  


ფოტო: BBC

მეცნიერების თქმით, შეუძლებელია ვივარაუდოთ, თუ როდის მოწყდება ყინულის მასა მთათა სისტემას. 

მონბლანი ევროპის დასავლეთში ყველაზე მაღალი მთათა სისტემაა. მას 11 მწვერვალი აქვს, რომელთა სიმაღლე 4 000 მეტრს აღემატება. და ყოველ წელს ათასობით ტურისტს იზიდავს.  

2018 წელს მოსახლეობა მყინვარ პიზოლის დაემშვიდობა. კლიმატის ცვლილების გამო მყინვარი სრულად გაუჩინარდა. გაქრობის შემდეგ ალპებში 250-მდე შვედი ავიდა, რომლებმაც სამგლოვიარო ცერემონიის შემდეგ ადგილი გვირგვინით შეამკეს. მანამდე, სამგლოვიარო ცერემონიით მოსახლეობა მყინვარ ოკიოკულს დაემშვიდობა. 


ფოტო: BBC

კომენტარები