ბათუმის საავტორო ფილმების მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალი დასრულდა - დახურვის ცერემონია 22 სექტემბერს, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გაიმართა. საერთაშორისო ჟიურიმ პრიზები სამ საკონკურსო სექციაში გასცა - საერთაშორისო მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები. ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიურიმ კი, კრიტიკოსთა რჩეული მხატვრული ფილმი გამოავლინა.
გამარჯვებულები
BIAFF 2019-ის მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსი ხუთკაციანმა ჟიურიმ (ალექსანდრე მინდაძე - რუსეთი, ტატიანა დეტლოფსონი - აშშ, მარტინ ბლეინი - დიდი ბრიტანეთი, კარმენ გრეი - დიდი ბრიტანეთი, რუსუდან გლურჯიძე - საქართველო) შეაფასა.
გრანპრი გადაეცა მარკო სკოპის ფილმს "და იქმნა ნათელი" (სლოვაკეთის რესპუბლიკა/ჩეხეთი, 2019);
პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის მიიღო ირანელმა რეჟისორმა რეზა მირკარიმიმ, ფილმისთვის "ოცნებების სასახლე“
საუკეთესო მსახიობი მამაკაცის და საუკეთესო მსახიობი ქალის პრიზები კაიან აჩიკგოზის და ჩემრე ებუზზიას გადაეცათ. ორივე მათგანი ემინ ალპერის თურქულ-გერმანულ ფილმში - "სამი დის ზღაპარი“ თამაშობს.
ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო ფილმმა - “სეზონის დასასრული", ელმარ იმანოვი, გერმანია/აზერბაიჯანი/საქართველო, 2019;
BIAFF 2019-ის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ (ქშიშტოფ გიერატ - პოლონეთი, გასიდე გოლმაკანი - ირანი, კარენ ავეტისიანი - სომხეთი, ოლეს იანჩუკი - უკრაინა, ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი - საქართველო), შემდეგი პრიზები გასცა:
1. საუკეთესო დოკუმენტური ფილმი - "მაფიის გადაღება", კიმ ლონგინოტო, ირლანდია, 2019;
2. ჟიურის სპეციალური პრიზი - "სიყვარულის ავტომობილი", ელკე მარგარეტ ლერენკრაუზი, გერმანია, 2019
3. ჟიურის სპეციალური პრიზი - "ფორმანი ფორმანის წინააღმდეგ", ელენა ტრეშტიკოვა, ჩეხეთი, 2019;
BIAFF 2019-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციის ჟიურიმ (ოთარ შამათავა - საქართველო, პოლ თილჯეს - ლუქსემბურგი, დავიდ ლორენცი - გერმანია) ასევე ორ ძირითად ნომინაციაში გასცა პრიზები:
- საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი - "ცხოველი", ამირან დოლიძე, საქართველო, 2019;
ჟიურის დიპლომი (სპეციალური მოხსენიება) - გადაეცა ორ ფილმს:
- “იმედი”, ალექსანდრა მარკოვა, ბელორუსია, 2019;
- "საზამთროს წვენი”, ირინე მორეი, ესპანეთი, 2019;
BIAFF 2019-ის ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიურიმ (ლელა ოჩიაური, ნინო მხეიძე, სალომე კიკალეიშვილი, გამოვლინა კინოკრიტიკოსთა რჩეული ფილმი:
- საუკეთესო მხატვრული ფილმი - “ოცნებების სასახლე“, რეზა მირკარიმი, ირანი, 2019
დაჯიილდოებაზე BIAFF-ის პრიზი კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცათ:
- მანუჩარ შერვაშიძე (საქართველო)
- პოლ შრედერი (აშშ)
- დენის ლავანი (საფრანგეთი)
- ალექსანდრე მინდაძე (რუსეთი)
კინოფესტივალის დახურვის ცერემონიაზე ასევე დააჯილდოვეს BIAFF 2019 ინდუსტრიული პლატფორმის გამარჯვებული პროექტები. მათ შემდეგი პრიზები გადასცეს:
- ვროცლავის აუდიოვიზუალური ცენტრის (CETA) პრიზი - 10 000 ევროს ექვივალენტი კინოპროდუქციის სერვისი - პროექტს "ნარინჯისფერი ცა" - რეჟისორი და პროდიუსერი შალვა შენგელი, თანასცენარისტი ალექსანდრე ქურხული.
- BIAFF კინოფესტივალის პრიზი - საერთაშორისო კინოფესტივალზე BERLINALE დასწრება - პროექტს "ტვირთი" - რეჟისორი და პროდიუსერი ანა იოსავა, თანასცენარისტი ოთარ ქათამაძე.
- სტამბულის კინოფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმის "Meeting on the Bridge” პრიზი - სატამბულის კინოფესტივალის ინდუსტრიულ პლატფორმაზე დასწრება - პროექტს „შენ გავხარ მამას“ - რეჟისორი ლევან ლომჯარია, პროდიუსერი ვაკო კირკიტაძე.
კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის, განათლების, სპორტის და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, აჭარის კულტურის სამინისტრო, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო, ბათუმის დრამატული თეატრი, “ბრიტანეთის საბჭო“, გოეთეს ინსტიტუტი და იტალიის საელჩო.