Nick Cave and the Bad Seeds

Nick Cave and the Bad Seeds-ის ახალი ალბომი შემდეგ კვირას გამოვა

GETTY

Nick Cave and the Bad Seeds-ის ახალი ალბომი "Ghosteen" შემდეგ კვირას გამოვა - ამის შესახებ ინფორმაცია ნიქ ქეივმა დაადასტურა.

ნიქ ქეივმა ფანების მიერ შექმნილ თავის გვერდზე კითხვებს უპასუხა, სადაც ერთ-ერთი კითხვა ახალი ალბომის გამოსვლის თარიღს ეხებოდა.

"ახალ ალბომს შემდეგ კვირას უნდა ელოდოთ, მას Ghosteen ქვია. ეს ორმაგი ალბომია", - უპასუხა ნიქ ქეივმა.

მან ასევე დაწერა, რამდენი სიმღერა შევა ახალ ალბომში. ალბომის პირველ ნაწილში 8 სიმღერა იქნება, მეორე ნაწილში კი სამი.

"ალბომის პირველ ნაწილის სიმღერები ბავშვებია, მეორე ნაწილის სიმღერები კი მათი მშობლებია", - თქვა ნიქ ქეივმა.

ნახეთ ალბომში შესული სიმღერების ჩამონათვალი:

პირველი ნაწილი

1. The Spinning Song
2. Bright Horses
3. Waiting For You
4. Night Raid
5. Sun Forest
6. Galleon Ship
7. Ghosteen Speaks
8. Leviathan

მეორე ნაწილი

1. Ghosteen
2. Fireflies
3. Hollywood

კომენტარები