ურბანული განვითარება

ქალაქები ცხოვრების ყველაზე მაღალი ხარისხით

flickr.com

Deutsche Bank-ის კვლევითმა ორგანიზაციამ შეაფასა მსოფლიოს 56 ქალაქის საცხოვრებელი ხარჯები და პირობები. შეფასების კრიტერიუმებში შედიოდა მსყიდველობითუნარიანობა, უსაფრთხოება, ჯანდაცვა, ცხოვრების ფასი, საცხოვრებლის ხელმისაწვდომობა, ტრანსპორტი და დაბინძურება.

გასაკვირი არაა, რომ სიაში ევროპული, ჩრდილო ამერიკული და ავსტრალიური ქალაქები დომინირებენ - პირველი ათეული სწორედ ამ რეგიონების ქალაქებითაა დაკომპლექტებული.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ყველაზე მსხვილ ქალაქებს ცხოვრების დონით შედარებით მცირე ზომის ქალაქები ჯობნიან. მაგალითისთვის, პარიზი სიაში 36-ე ადგილზეა, ლონდონი 41-ე ადგილზე, ხოლო ნიუ-იორკი 31-ე პოზიციას იკავებს.

პირველი ათეული კი ასე გამოიყურება:

  1. ციურიხი, შვეიცარია
  2. ველინგტონი, ახალი ზელანდია
  3. კოპენჰაგენი, დანია
  4. ედინბურგი, გაერთიანებული სამეფო
  5. ვენა, ავსტრია
  6. ჰელსინკი, ფინეთი
  7. მელბურნი, ავსტრალია
  8. ბოსტონი, აშშ
  9. სან ფრანცისკო, აშშ
  10. სიდნეი, ავსტრალია

კომენტარები