პარლამენტი

პლენარულ სხდომაზე მამუკა მდინარაძე და გიგა ბოკერია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

17 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატი მამუკა მდინარაძე და ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. 

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატის, ადა მარშანიას, პრორუსული გამოსვლის შემდეგ, რომელიც მან პარლამენტის ტრიბუნიდან წარმოთქვა, ბოკერიამ პარლამენტის თავმჯდომარეს ჰკითხა, რატომ ისმოდა პროპუტინური გამოსვლები ტრიბუდან მაშინ, როდესაც სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ადგილებიდან საუბრობდნენ. 

"უბრალოდ, მინდა, საზოგადოებაც გაარკვიოთ, ბატონო არჩილ [თალაკვაძე], რამე ახალი წესი გვაქვს, რომ პროპუტინური გამოსვლები აწი ტრიბუნებიდან იქნება ხოლმე? იმიტომ, რომ ჩვენ ადგილებიდან ვსაუბრობთ," - თქვა ბოკერიამ. 

ევროპული საქართველოს დეპუტატის ამ რეპლიკას მამუკა მდინარაძის ადგილიდან, გამორთული მიკროფონით წამოძახილი მოყვა. 

კომენტარები