ევროპული საქართველოს დადგენილება

ქაცარავა: საერთაშორისო საზოგადოება მობილიზებულია, არ გვჭირდება ყიჟინა, შეხსენება და კარნახი

ჩვენი ქვეყნისთვის დღეს მთავარი არის სტაბილურობა და უსაფრთხოება, რათა ჩვენი გზა ევროკავშირში და ნატოში იყოს უსაფრთხო. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ძალიან მაღალ დონეზე იდგეს, საერთაშორისო საზოგადოება მობილიზებულია ჩვენთვის ყველაზე მტკივნეულ თემაზე. ჩვენ ვთვლით რომ ყიჟინა, შეხსენება და კარნახი ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებას არ სჭირდება არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. გავიგეთ თქვენი დესტრუქციული ამოცანა რაც არის. ჩვენი ამოცანაა, თქვენს დესტრუქციულ ძალას არ გადავაყოლოთ მთელი ქვეყანა

ეს განცხადება უმრავლესობის წევრმა, სოფიო ქაცარავამ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც "ევროპული საქართველოს" მიერ წარდგენილ დადგენილების პროექტს განიხილავდნენ. პარტია საქართველოს მთავრობას სთხოვს, უზრუნველყოს, რომ ევროკავშირმა და აშშ-მ შემოიღონ სანქციები ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. 

კომენტარები