მაღალშემოსავლიანი გარდაცვლილი ადამიანები

გარდაცვილილი ცნობილი ადამიანები, რომლებმაც 2018 წელს ყველაზე მეტი ფული გამოიმუშავეს

BBC.co.uk

ჟურნალმა Forbes-მა სია გამოაქვეყნა, სადაც 2018 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი გარდაცვლილი ცნობილი ადამიანები არიან შეყვანილები.

პირველ ადგილზე მაიკლ ჯექსონია 2018 წელს გამომუშავებული 400 მილიონი დოლარით - მისი შემოსავლის უმეტესი ნაწილი მუსიკალური კომპანიის Emi Music Publishing-ში მისივე წილის გაყიდვის დამსახურებაა. გარდა ამისა, 2018 წლის ჯექსონების შემოსავალი Sony-თან გაფორმებულმა ახალმა ხელშეკრულებამ და CBS-ზე სატელევიზიო გადაცემა Michael Jackson’s Halloween-მა გაზარდა.

მეორე ადგილზე ელვის პრესლია 40 მილიონი დოლარით და ის მნიშვნელოვნად ჩამორჩება პირველ ადგილზე მყოფ მაიკლ ჯექსონს.

ნახეთ სია:

1. მაიკლ ჯექსონი - 400 მილიონი დოლარი

2. ელვის პრესლი - 40 მილიონი დოლარი

ყოველწლიურად ელვის პრესლის 1 მილიონამდე ალბომი იყიდება, რაც მის ყოვეწლიურ შემოსავალს საგრძნობლად ზრდის.

3. არნოლდ პალმერი - 35 მილიონი დოლარი

გარდაცვლილი სპორტსმენის შემოსავლის ზრდა მისივე სახელობის ალკოჰოლური სასმლის ახალი ხაზის გამოსვლის დამსახურებაა.

4. ჩარლ შლუზი - 34 მილიონი დოლარი.

5. ბობ მარლი - 23 მილიონი დოლარი.

მომღერლის მეხუთე ადგილზე ყოფნა მარლის ყურსასმენებიდან, Marley Natural მარიხუანადან და მოწევისთვის საჭირო ატრიბუტებიდან მიღებული შემოსავლების დამსახურებაა.

6. Dr. Seuss - 16 მილიონი დოლარი.

2018 წელს საბავშვო მწერლის 4.8 მილიონი წიგნი გაიყიდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

7. ჰიუ ჰეფნერი - 15 მილიონი დოლარი.

2018 წელს ფლეიბოის დამფუძნებლის მემკვიდრეებმა მისი ქონების ნაწილი 35 მილიონ დოლარად გაყიდეს, აქედან გამომდინარე ჰიუ ჰეფნერი ფორბსის სიაში მოხვდა.

8. მერლინ მონრო - 14 მილიონი დოლარი.

მერლინ მონროს სიაში დაბრუნება ახალმა სალიცენზიო შეთანხმებებმა გამოიწვია, მათ შორის Montblanc-ის კალმებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

9. პრინსი - 13 მილიონი დოლარი.

2017-2018 წლებში პრინსის 250 000-მდე ალბომი გაიყიდა.

10. ჯონ ლენონი - 10 მილიონი დოლარი.

გარდა მისი სოლო და ბითლზისთვის ნამუშევრებისა, ყოველ წელს ლეგენდალური მომღერალის 2 მილიონამდე ალბომები იყიდება.

კომენტარები