ემზარ კვიციანი

კვიციანი გომელაურს: მოსკოვიდან ამენთო წითელი, ჩამოკარით ე.წ. შტეფსელს და გამორთეთ წითელი

როცა წამოვედი, წეღან ვთქვი, როგორ წამოვედი მოსკოვიდან, არა? აი, იმ მოსკოვიდან ამენთო წითელი და სხვათა შორის, თქვენი სამსახურის მეშვეობით. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ხო? გასაგებია, ვიცი, რომ თქვენ არ მუშაობდით მაშინ, კი ბატონო. მაგრამ თქვენი იქ მუშაობის დროს არ ჩაქრა ეს წითელი, რატომღაც. იქნებ გამოსვლისას ახლა ჩამოკრათ იმ ე.წ. შტეფსელს და გამორთოთ ეს წითელი. ყველა მიმართულებით რო წითელია ანთებული და მათ შორის, სასამართლოშიც. სასამართლო გაშეშებულია, ვერაფერს აკეთებს.

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა ემზარ კვიციანმა ფრაქციის სხდომაზე, მთავრობის კანდიდატებთან შეხვედრისას შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს ვახტანგ გომელაურს მიმართა.

კომენტარები