ემზარ კვიციანი

კვიციანი: ღარიბაშვილის დამსახურებაა, რომ დღეს აქ ვიზვარ და არა ციხეში

მე, ფაქტიურად, გამოვიქეცი რუსეთიდან. ანუ, დეპორტაციით წამოვედი. რათქმაუნდა, კეთილი ადამიანები დამეხმარნენ. პირდაპირ შემიძლია სახელი და გვარი ვთქვა და შეიძლება ვიღაცამ იცის კიდევაც - ეს იყო ქალბატონი მასკალკოვა, რომელიც ჩემი მამიდაშვილის დაქალი იყო და ის დამეხმარა, რომ გამოვქცეულიყავი რუსეთიდან. რუსეთი არ მიშვებდა და თქვენ აქ არ მიღებდით! აი, რა იყო მიზეზი - დღემდე არავინ იცის.

ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა, რომ ჩემი ქუჩაში დარჩენილი ოჯახი ჩვენს ბინაში შეასახლა. ციხიდანაც, სხვათა შორის, ბატონი ირაკლის, რათქმაუნდა, მოსახლეობის მხარდაჭერით, ბატონი ირაკლის დამსახურება იყო, რომ დღეს აქ ვზივარ და არა ციხეში. რისთვის? სამშობლოს დაცვისთვის. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს.

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ემზარ კვიციანი ფრაქციის სხდომაზე, მთავრობის კანდიდატებთან შეხვედრისას.

კომენტარები